logo_geo
ვაშლიჯვრის ხიდის მშენებლობა მაისის ბოლოს დასრულდება
- +

13 მაისი. 2019. 00:15

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის ხიდის პანდუსის გაკეთება მაისის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

კახა კალაძემ ეთერში თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ეს მიმართულება მისი და მისი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

 

„პირველი ეტაპი ეს არის 90 ერთეული, 10 მეტრი სიგრძის ახალი ავტობუსები, რომელიც შევისყიდეთ, მათი ნაწილი უკვე თბილისშია და ხვალიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. წლის ბოლომდე ვგეგმავთ 220 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას, ISUZU-ს ფირმის, ხელშეკრულება გაფორმებულია.

 

კიდე 200 ერთეული გვჭირდება - 100 გაზზე მომუშავე და 100 ელექტროავტობუსი და ამით არსებულ ყვითელი ავტობუსების პარკი განახლდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მერის განცხადებით, ერთია ავტობუსების შემოყვანა და პარკის ჩანაცვლება, მეორე არის ახალი მარშრუტების დადგენა, რაც კალაძის თქმით, ძირეულად დედაქალაქის არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია.

 

„ჩვენ გასულ წელს, ფრანგულ კომპანია "სისტრას" დავუკვეთეთ კვლევები და ერთ თვეში გვექნება სრული სურათი -ეს იქნება ახალი მარშრუტები, როგორ დაემთხვეს მეტრო და ავტობუსების განრიგი ერთმანეთს, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები.

 

კიდევ ერთ მიმართულება მძიმე რაც გვაქვს არის მეტრო, სადაც ძირეული რეაბილიტაცია არ განხორციელებულა", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი