logo_geo
ნინო მიქიაშვილი: იეღოველები ბოლო დროს აგრესიულები გახდნენ! შეიძლება, ქვა აიღონ და თავში ჩაგარტყან...
- +

13 მაისი. 2019. 17:54

 

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახლში იეღოველთა ბუკლეტები დამხვდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„არემჯი გოლდის“ საქმესთან დაკავშირებით ვმუშაობდი სახლში, როდესაც ზარის ხმა გაისმა. კარი დედამ გააღო, ცოტა ხნის შემდეგ ოთახში ფერადი ბუკლეტებით დაბრუნდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სახლში იეღოველთა ბუკლეტები დამხვდა. რადგან მეც იქ ვიყავი, ბუკლეტებით ხელში გარეთ გავედი. დერეფანში დაახლოებით ჩემი ასაკის 2 ქალბატონი იდგა. რა არის ეს, რატომ აჩეჩებთ დედაჩემს ხელში ამ ბუკლეტებს, მეორედ არ დაგინახოთ, ჩემს  კარზე დააკაკუნოთ-მეთქი, ვუთხარი და ბუკლეტები დავხიე. ხეებივით იდგნენ, არ იძვროდნენ. ბოლოს ხმას ავუწიე და, როგორც იქნა, მივაბრძანე. ერთ-ერთი მათგანი გაიძახოდა, ადვოკატი ვარ და გიჩივლებ, პატრულს გამოვიძახებო. რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი, შევბრუნდი სახლში და მუშაობა გავაგრძელე. დაახლოებით ერთ საათში პოლიციის თანამშრომელი მოვიდა. სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რადგან იეღოველებს 112-ში დაურეკავთ - ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენაო. სხვათაშორის, ამ ბოლო დროს უფრო აგრესიულები გახდნენ. ამას ყველა აღნიშნავს. ადრე თუ არანორმალურად გიღიმოდნენ, ახლა შეიძლება, ქვა აიღონ და თავში ჩაგარტყან“, - აღნიშნა ნინო მიქიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი