logo_geo
ვერიკო ტურაშვილი: ზუზუს მერე, დღემდე ყველაფერზე მისი გადმოსახედიდან მეფიქრება...
- +

13 მაისი. 2019. 17:58

 

„ჩემს ახალ სიმღერაზე დიდი ხნით ადრე დავიწყე ფიქრი“, - ამის შესახებ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ზუზუ მეხვეწებოდა, მომასმენინეო, მე კი ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, რადგან მინდოდა, დასრულებული სიმღერისთვის მოესმინა, სადაც მთელი ემოცია მექნებოდა ჩადებული. ერთია, როცა რაღაცას წაუმღერებ და მეორე, როცა მთლიანად ისმენ. ისე გამოვიდა, რომ ზუზუმ ეს სიმღერა ვერ მოისმინა. ამიტომ, ეს სიმღერა არის მისთვის. ზუზუს მინდა მივუძღვნა, ჩვენს მეგობრობას. ის ჩემს მეგობრებში მთავარი გულშემატკივარი იყო. ისეთი გემოვნება ჰქონდა, ყველაფერი და ყველა არ მოსწონდა. ზუზუ იყო ჩემი მთავარი მოტივატორი. ზუზუს მერე, დღემდე ყველაფერზე მისი გადმოსახედიდან მეფიქრება. სხვათა შორის, ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, მისი სხვა მეგობრებიც იმავეს ამბობენ. რასაც ვაკეთებ, მით უმეტეს, მუსიკაში სულ ვფიქრობ, ნეტავ ზუზუ რას იტყოდა? რაღაც ფოტო რომ დავდე, ალბათ, დამირეკავდა და მეტყოდა: შე დეგენერატო, ეს რა ფოტოები დაყარეო. შესაბამისად, მინდა, რასაც გავაკეთებ, ყველაფერი ზუზუსთვის იყოს“,- აღნიშნა ვერიკო ტურაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი