„პირდაპირი მტკიცებულება დევს, რომ დაკითხვაზე დაიბარონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.
„ნიკა გვარამიას, რომელმაც მანდილოსანს პირდაპირ ეთერში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რატომ არ დაატარებენ დაკითხვაზე? წერილობითი მტკიცებულება კი არაა - ამან თქვა, იმან თქვა, პირდაპირი მტკიცებულება დევს, რომ დაკითხვაზე დაიბარონ, მაგრამ - არა! შეიძლება, პოლიტიკოსებს თავმოყვარეობა არ აქვთ, მაგრამ ეთერიდან რომ მთელ ერს გვაფურთხებს და შეურაცხყოფას გვაყენებს, ჩვენ რა დავაშავეთ?!“ - აღნიშნა ნინო მიქიაშვილმა.