logo_geo
„დღეს ამას ძალიან ვნანობ...“ – ნინი ქარსელაძე პირად ცხოვრებაზე
- +

14 მაისი. 2019. 12:19

 

 

მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემა „სთორიში“ ცხოვრების სხვადასხვა დეტალებზე საუბრობს. მან სიყვარულზე ისაუბრა და თქვა, რომ ბედნიერია როცა შეყვარებულია.

 

ქარსელაძე გადაცემაში იხსენებს, რომ მან ეჭვიანობის გამო ინგლისში ყველაფერი მიატოვა და საქართველოში ჩამოვიდა.

 

„ინგლისში ვსწავლობდი. ბოლო 2 თვე მქონდა დარჩენილი და ჩემი ყოფილი შეყვარებული აქ იყო, დამირეკეს რაღაც მითხრეს. ისე რომ ხათუნამაც არ იცოდა, ყველაფერი დავტოვე უნივერსიტეტი, ბინა, ჩამოვედი. დღეს ამას ძალიან ვნანობ. დაუფიქრებლად მოვიქეცი, არ ვიფიქრე რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა. ცხოვრება ისეთი რამაა, როცა სიყვარულია, ყველაფერი შეიძლება დალაგდეს. თუ ჩემი მეორე ნახევარი ისე მიღალატებს, რომ მე ამას ვერ გავიგებ, მოდი რა ნუ მეტყვი და გულს ნუ მატკენ“, - აცხადებს ნინი ქარსელაძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი