logo_geo
მანიკა ასათიანი: იმდენი ვიტირე, იმედია, ჩემი ტირილიც დადგმული არ ეგონებათ
- +

14 მაისი. 2019. 15:09

 

„შეჯიბრების დროს ვისტრესები, რადგან მონაწილეებს წარმოუდგენელი ემოციები აქვთ-ხოლმე“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი ჟურნალ „თბილისელებთან“  მიცემულ ინტერვიუში პროექტზე „ყველაზე ძლიერი“ საუბრისას აცხადებს.

 

„აღარ შეუძლიათ, მაგრამ არ ნებდებიან. ერთი-ორი ეპიზოდი გამორჩეულად მძიმე იყო, იმდენი ვიტირე, იმედია, ჩემი ტირილიც დადგმული არ ეგონებათ. რომ ვუყურებ და აღარ შეუძლიათ, ამაზე ცუდად ვხდები. თან, დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც ვიღაც რომ მარცხდება, სატირალია, აბა რა არის. დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც ჩემთან ერთად იტირებს. იმდენად ემოციურად არის დატვირთული თითოეული დღე, რომ ყველა ამბობს ხოლმე: აღარ  გვიწევს ზედმეტად რაღაცეების დადგმაო. მაყურებლისთვის დამატებით, საინტერესო ის არის, რომ თითოეულს, რადგან ყველა ცნობილი ადამიანია და მათზე გარკვეული წარმოდგენა აქვთ, სხვა კუთხით გაიცნობენ. მეც ბევრი აღმოჩენა  გავაკეთე. რომ მეგონა, ვინმე შედარებით სუსტი იქნებოდა, ისეთი ძლიერი აღმოჩენილა დღემდე გაოცებული ვარ. ყველა ახლიდან გავიცანი. თან, ასეთ სიტუაციაში ვერ ითამაშებ. მართლა რეალითია“, - აღნიშნა მანიკა ასათიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი