logo_geo
გიორგი ნაკაშიძე: ორი მეუღლე მყავდა და ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს
- +

14 მაისი. 2019. 16:41

 

 

„არ ვარ ადვილი ხასიათის“, - ამის შესახებ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„თუ გავაცნობიერე, რომ მართალი არ ვიყავი, არ მიჭირს. როცა საჭიროა, ბოდიშსაც ვიხდი. ეს არ არის რთული, პირიქით, კარგია. არის სიტუაციები, როცა ორივე მხარეს აქვს ბოდიში მოსახდელი. ამის ანალიზს რომ იწყებ, ზოგჯერ ჯობია, იმ სიტუაციას გაეცალო. მქონია მსგავსი შემთხვევები. მივმხვდარვარ, ბოდიშის მოხდით ის ურთიერთობა მაინც არ დაბრუნდებოდა, ამიტომ დამიკარგავს ის ადამიანი. ანუ, ზოგჯერ ბოდიში არ შველის საქმეს. თუმცა, ვისთანაც კონფლიქტი მომსვლია, მეტ-ნაკლებად შემინარჩუნებია. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებსაც ვგულისხმობ. ორი მეუღლე მყავდა და ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვაცნობიერებ, რომ არ ვარ ადვილი ხასიათის, შესაბამისად, არ მინდა დავკარგო ის ადამიანები, თავიანთ კარგი თვისებებით. ყველანაირად ვცდილობ, კონტაქტი მქონდეს მათთან და გამომდის კიდეც“, - აღნიშნა გიორგი ნაკაშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი