logo_geo
თამარ არღვლიანი: რომან შამათავა გმირი კი არა, სააკაშვილის ქილერია!
- +

8 თებერვალი. 2017. 17:38



„რისთვის გაიმეტეს ჩემი შვილი სინამდვილეში? იმისთვის, რომ კოდორის უბრძოლველად ჩაბარების, იქაური მოსახლეობის უპატრონოდ დაყრის გამო, სოფელ ჭუბერში ნაციონალებთან კამათი მოუვიდა და ქვეყნის მოღალატეები უწოდა. ეს არ აპატიეს. ამ ინციდენტიდან ერთ კვირაში შვილი მომიკლეს", - ამის შესახებ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.


არღვლიანმა დავით ცინდელიანის მკვლელობის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მკვლელობის საქმეში ახალაიაც და სააკაშვილიც ფიგურირებენ, თუმცა, მისი თქმით, ჯერ დავით ცინდელიანის მკვლელი რომან შამათავა სათანადოდ არ დაუსჯიათ, ამიტომ არ აქვს იმედი, რომ სააკაშვილი და ახალაია დაისჯებიან.


„2008 წლის 16 აგვისტოს ჩემი შვილი დავით ცინდელიანი დათა ახალაიას ბრძანებით ჩაიყვანეს ბათუმში და ჩააბარეს სადისტს, ნარკომანს, მკვლელს რომან შამათავას. ამ ნაძირალამ დათო ნავით ზღვაში გაიყვანა, ჯერ აწამა და წამებით რომ ვერ მოკლა, თავისი იარაღით დახვრიტა, უსულო ცხედარს ფეხზე ბეტონის ფილა მოაბა და ზღვაში ჩაძირა. როცა არ არის გვამი, არ არის სასჯელი. ეს კარგად იცოდა იურისტმა რომან შამათავამ და ამიტომაც გადააგდო ზღვაში დათოს ცხედარი. ეს რომ გააკეთა, თანმხლები პირებისთვის უთქვამს - რისი გეშინიათ, რა შეშლილი სახეები გაქვთ, აქ წყალბადმჟავაა და გვამს თავის ძვლებიანად შეჭამსო! რომან შამათავა გმირი კი არა, სააკაშვილის ქილერია!

 

ეჭვი არ მეპარება, რომ ბრძანება გასცა სააკაშვილმა. დანაშაულის თანამონაწილეა დათა ახალაია, რომლის დავალებითაც ჩემი შვილი ბათუმში ჩაიყვანეს", - ამბობს არღვლიანი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი