logo_geo
„მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო“...
- +

16 მაისი. 2019. 00:42

 

ბა­თუმ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 29 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის საქმემ სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ოჯახის წევრები გოგონას გარდაცვალებას ექიმების დაუდევრობას უკავშირებენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

აღ­დგო­მის ღა­მეს ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში უჩვეულო ისტორია მოხ­და, რამაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა. მომ­ხდარ­ზე AMBEBI.GE-ს მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის დედა, ნარ­გი­ზა ქა­თა­მა­ძე ესა­უბ­რა.

 

"ყო­ველ­დღე 50-მდე ადა­მი­­ნი მაინც მო­დის, ხე­და­ვენ ამ სას­წა­ულს და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყო­ველ ღა­მით მე­სიზ­მრე­ბა ჩემი შვი­ლი. მე­ლა­ნო არ იყო მო­ნათ­ლუ­ლი, ქორ­წი­ლის შემ­დეგ აპი­რებ­და. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­­ბა რომ დამ­ძიმ­და რე­­ნი­მა­ცი­­ში მოვ­ნათ­ლეთ. აღ­დგო­მის ღა­მეს სიზ­მა­რი ვნა­ხე, თან აღ­დგო­მას მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ­მო­ცი დღე შეს­რულ­და. ძა­ლი­ან ცხა­დი სიზ­მა­რი იყო. გად­მო­ვი­და ფან­ჯრი­დან და თა­ვის გარ­დე­რობ­ში ტან­საც­მე­ლებს ეძებ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჩაც­მა და ბევ­რი ტან­საც­მე­ლი ჰქონ­და. ერთ-ერთი კაბა, რო­მე­ლიც ცის­ფერ და თეთრ ფე­რებ­შია, გა­სულ წელს მე­გობ­რის ქორ­წი­ლის­თვის შე­­კე­რა.

სიზ­მარ­ში გად­მო­­ღო ეს კაბა და წინ და­მი­დო. ვე­კი­თხე­ბო­დი დე­დი­კო, მა­ნა­ხე ჭრი­ლო­ბა რო­გორ გაქვს-მეთ­ქი. არა, უნდა წა­ვი­დეო-მი­თხრა. არ წახ­ვი­დე, მე­ნატ­რე­ბი-­ქო, ვუ­თხა­რი. თუ გე­ნატ­რე­ბიო, მოდი ამ დი­ლით ჩემ­თან სა­საფ­ლა­­ზე, ოღონდ სა­ნამ მოხ­ვალ ხმა არა­ვის გას­ცე და მე იქ დაგ­ხვდე­ბიო. სა­ერ­თოდ, რაც ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ყო­ველ­დღე დავ­დი­ვარ სა­საფ­ლა­­ზე, აქ­ვეა ახ­ლოს ჩვენ­თან. შუ­­ღა­მეს რომ მო­მე­ნატ­რე­ბო­და და ვერ ვი­ძი­ნებ­დი გა­ვი­პა­რე­ბო­დი-ხოლ­მე სა­საფ­ლა­­ზე და იქ ვტი­რო­დი. ჩემს მე­უღ­ლეს, მაზ­ლებს და ძმის­შვი­ლებს ეში­ნო­დათ რამე არ მოს­ვლო­და ნერ­ვი­­ლო­ბის­გან და მარ­ტო არ მიშ­ვებ­დნენ, სულ უკან მომ­ყვე­ბოდ­ნენ. ამ აღ­დგო­მის დი­ლას მაზ­ლე­ბიც ჩვენს სახ­ლში იყ­ვნენ. ჯერ ბნე­ლო­და, გამ­თე­ნია იყო.

ტაქ­სით წა­ვე­დი, ტე­ლე­ფონ­ზე დავ­წე­რე რა ად­გი­ლას მივ­დი­დოი და ფუ­ლიც მი­ვა­წო­დე. ჩემს მე­უღ­ლეს და­ვუ­ნა­ხი­ვარ და მე­ძახ­და, მაგ­რამ უკან არ მო­მი­ხე­დავს. ჩემი ერთი-ერთი მაზ­ლი სასფლა­ოს­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს და მის­თვის და­­რე­კავთ, ნარ­გი­ზა წა­მო­ვი­დაო. მი­ვე­დი და ისიც იქ დამ­ხვდა, სა­­ბა­რი და­მი­წყო - რა­ტომ გა­მო­­პა­რე ნარ­გი­ზი, ხომ იცი, რომ მარ­ტო არ გიშ­ვებ­თო. ში­შიც არაფ­რის მქონ­და. მე­გო­ნა, ალ­ბათ სა­საფ­ლაო დამ­ხვდე­ბო­და გა­თხრი­ლი და ჩემს შვილს მკვდარს კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხავ­დი და მო­ვე­ფე­რე­ბო­დი.

მაზ­ლის­თვის ხმა არ გა­მი­ცია, დავ­ჯე­ქი სა­საფ­ლა­­ზე მე­ლა­ნოს სუ­რათ­თან და ვტი­რო­დი. ამ დროს მო­ვი­და ჩემი ქმა­რი და ძმის­შვი­ლიც. საფ­ლა­ვის ქვის უკა­ნა მხრი­დან და­­ნა­ხეს თუ­თი­ყუ­ში, მე­ლა­ნოს კა­ბის ფე­რებ­ში, ძმის­შვილ­მა იყ­ვი­რა: ნახე ბი­ძია, რა ლა­მა­ზი ჩი­ტი­აო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ უპა­სუ­ხა, ეს ჩიტი კი არა მე­ლა­ნოს სუ­ლია მო­სუ­ლიო. გა­მოფ­რინ­და ეს ჩიტი, ჩემი მაზ­ლის ხე­ლებ­ში ჩაფ­რინ­და და ყვი­რო­და, ფარ­თხა­ლებ­და. მერე მე მომ­ცა მაზლმა, რომ ვტი­რო­დი, მთე­ლი სამი სა­­თის გან­მავ­ლო­ბაშ მეჯ­და მხარ­ზე და ცრემ­ლებს მწმენ­დდა, რამ­დე­ნი ცრემ­ლიც ჩა­მომ­ვარ­დე­ბო­და იმ­დენს ყლა­პავ­და. ჭი­­ჭი­კებ­და და მივ­ხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვი­ლის­გან იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. ბე­ქაც იქვე იყო, ჩემი შვი­ლის საქმრო. მერე იმას­თან მიფ­რინ­და, კოც­ნა და­­წყო.

ზუს­ტად იმ კა­ბის ფე­რებ­ში იყო, რო­მე­ლი კა­ბაც სიზ­მარ­ში ჩემ­მა შვი­მა გარ­დე­რო­ბი­დან გად­მო­­ღო. ამ ჩი­ტის მოფ­რე­ნით ისე­თი შვე­ბა ვიგ­რძე­ნი გულ­ში, თით­ქოს ჩემი შვი­ლი გა­ცო­ცხლდა. ახლა ეს ჩიტი ჩვენ­თან ცხოვ­რობს, ჩემს მე­უღ­ლეს არ შორ­დე­ბა, მხარ­ზე აზის და ყველ­გან დაყ­ვე­ბა. ღამე ჩვენ­თან ერ­თად ძი­ნავს.

რომ და­­ძა­ხოთ არ­ცერთ სა­ხელ­ზე არ აქვს რე­აქ­ცია, მხო­ლოდ მი­ლა­ზე რე­­გი­რებს. აღ­დგო­მის მე­­რე დღეს გა­და­ვუ­ხა­დეთ ორ­მო­ცი და ჩიტი დი­ლით სა­საფ­ლა­­ზე წა­ვიყ­ვა­ნეთ. იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და ამ სას­წა­­ლის სა­ნა­ხა­ვად. დღემ­დე ყო­ველ­დღი­­რად მო­დის ჩვენ­თან სახ­ლში 50-ამდე ადა­მი­­ნი. ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რო­გორ ცეკ­ვავს ჩიტი, რო­გორ თა­მა­შობს, სუ­რა­თებს რო­გორ ეფე­რე­ბა, მა­მას არ შორ­დე­ბა და დე­დას რო­გორ წმენ­დს ცრემ­ლებს" - ამ­ბობს ნარ­გი­ზა ქა­თა­მა­ძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი