logo_geo
რა გავლენას ახდენს მთვარის ფაზები ადამიანის წონაზე? - მეცნიერების სენსაციური კვლევა
- +

16 მაისი. 2019. 21:51

 

 

ალბათ ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც წონაში გაურკვეველი მიზეზით მოუმატებია და ან დაუკლია - ყოველგვარი ძალისხმევისა და მცდელობების - დიეტის, კვების რეჟიმის ან რაციონის შეცვლის გარეშე, წერს სამედიცინო პორტალი Zdravoe.

 

მეცნიერები ახალი ახალი კვლევით გვარწმუნებენ, რომ წონის ცვალებადობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის კვებითი ჩვევები ან ჰორმონალური ფონი, არამედ მთვარეც.

 

ცნობილი ფაქტია, რომ ხილში სითხის რაოდენობა დამოკიდებული მთვარის ფაზებზე. სწორედ ამიტომ, გარკვეული თვის ერთ რომელიღაც დღეს მოკრეფილი ხილი შესაძლოა ბევრად მშრალი იყოს, ხოლო სხვა დღეს მოკრეფილი - ბევრად წვნიანი და გემრიელიც.

 

გარდა ამისა, მთვარე ასევე ზემოქმედებს ოკეანეებში წყლების მოძრაობაზე, ანუ მიქცევებსა და მოქცევებზე. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი უშუალო გავლენას ახდენს სითხის რაოდენობაზე მცენარეებსა და ცხოველებშიც.

 

თანამედროვე კვლევებმა სპეციალისტები მიიყვანა მოსაზრებამდე, რომ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს, ასევე ექცევა მთვარის ზეგავლენის ქვეშ. ანუ, მთვარე ადამიანზე პრაქტიკულად ისევე ზემოქმედებს, როგორც ზღვებისა და ოკეანეების წყლის მასებზე, როდესაც ფაზების შესაბამისად იწვევს მიქცევასა და მოქცევას.

 

როგორც სწავლულები ამბობენ, ახალმთვარეობისას ადამიანი გრძნობს ერთგვარ სიმსუბუქეს, ვინაიდან მასში ყველა გაცვლითი პროცესი აქტიურდება, მთელი სითხე თავიდან ქვემოთ ჩადის და ორგანიზმში თანაბრად ნაწილდება.

 

აი სავსემთვარეობისას კი ადამიანის ორგანიზმი მაქსიმალური რაოდენობის სითხეს აკავებს, ამიტომ სასწორი რამდენიმე კილოგრამით მეტს აჩვენებს ხოლმე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გასუქდა. როგორც კი სავსემთვარეობა ჩაივლის, სხეული მაშინვე გათავისუფლდება ზედმეტი სითხისგან.

 

 

big_banner
არქივი