logo_geo
ტირილი წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა - დღის რა მონაკვეთია ამისთვის ყველაზე ოპტიმალური?
- +

16 მაისი. 2019. 23:28

 

 

მეცნიერები ამბობენ, რომ საშუალოდ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში 62 ლიტრ ცრემლს ღვრის. ხანდახან გვირჩევნია ხოლმე ემოციები ვაკონტროლოთ, გვრცხვენია ცრემლების გამოჩენის.

 

მაგრამ სულ ტყუილად. როგორც აღმოჩნდა, ტირილი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია წონაში დასაკლებად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ასე რომ, როცა ტირილის ხასიათზე ხართ, ნუ შეიკავებთ ცრემლებს.

 

ტირილის საშუალებით წონის დაკლება შეიძლება - ამის შესახებ ბიოქიმიკოსთა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. ამის შესახებ გამოცემა Elle წერს.

 

კვლევის თანახმად, ცრემლებთან ერთად ადამიანის ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონი კორტიზოლი გადის, რომელიც წონის მომატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.

 

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ბიოქიმიკოსის უილიამ ფრეის მტკიცებით, ამ პროცესისთვის ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად 19:00-დან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთი სახელდება.

 

 

big_banner
არქივი