logo_geo
„მე მივეკუთვნებოდი ასეთ კატეგორიას, ნელა მორბენალი არ ვიყავი, მაგრამ მსუქანი ვიყავი“
- +

8 თებერვალი. 2017. 22:43


 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში სასკოლო აქტივობებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ვინც განათლების სფეროში მუშაობს, ვალდებულია იზრუნონ ბავშვების ჯანმრთელობაზე.


„გაპროტესტება გაპროტესტებისთვის. კონტექსტი არ მოუსმენიათ. მე ვთქვი, რომ სკოლა პასუხს აგებს ყველა ბავშვის სპორტულ აქტივობაზე. არამხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან სპორტულები და მაგრები არიან რაიმე სპორტსი, არამედ იმ ბავშვებზე, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ მიდრეკილნი სპორტული აქტივობისკენ. მე მივეკუთვნებოდი ასეთ კატეგორიას, ნელა მორბენალი არ ვიყავი, მაგრამ მსუქანი ვიყავი. ვფიქრობ, კარგი საქმე გამიკეთეს-მაძალებდნენ ბაგირზე ცოცვას, სირბილს, კალათბურთის თამაშს, ცურვას. ჩვენ, ვალდებული ვართ ყველა ბავშვის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. პასუხი უნდა ვაგოთ ყველა ბავშვზე. 500-მდე სკოლაში ვიყავი, ბოლო პერიოდში და ბევრ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი მახვედრებს 5 ტანად, სპორტულ ბავშვს და ამბობენ, რომ ისინი არიან ამ სკოლის სიამაყეები. დანარჩენი ბავშვები სხედან სკამებზე, ფიზკულტურის გაკვეთილზე და მობილურებში თამაშობენ... მე გავაგრძელებ ზრუნვას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული სპორტულ აქტივობებში", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი