logo_geo
ანა მამულაშვილი: 7 მეტასტაზით გამომაცილეს საქართველოდან და მანდ ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია!
- +

19 მაისი. 2019. 21:55

 

ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი ბოლო წლებია, სიმსივნეს ებრძვის. მის დასახმარებლად მეგობრებმა რამდენჯერმე მიმართეს საზოგადოებას. ამჟამად იგი თურქეთშია, სადაც გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ერთ-ერთ კლინიკაში გაცემული დასკვნა რეალობას არ შეესაბამება.

 

გთავაზობთ ანა მამულშვილის სტატუსს ამ თემაზე:

 

უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს მატერიალურად, რომ ყველამ შეძლოს საზღვარგარეთ კვლევებისა და პროცედურების ჩატარება. გთხოვთ! ჟურნალისტებო, გააკეთეთ გადაცემები იმის შესახებ, რომ ამ სფეროში საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, უფრო მეტი თოქ-შოუ დაუთმეთ ამ თემას! პ.ს. 7 მეტასტაზით გამომაცილეს საქართველოდან და მანდ ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია! სახლში მაქვს საქართველოში დაწერილი დასკვნა, სადაც მუცლის ღრუ პათოლიგიის გარეშეა, 2 კვირაში თურქეთში გადაღებულ დასკვნაში კი წერია, რომ მუცელში მრავლობითი მეტასტაზია! პ.ს.ს. მადლობა ყველას!“ - წერს სოციალურ ქსელში ანა მამულაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი