logo_geo
„როგორიც შეიძლება იყოს შვილი დედისთვის, თომაც ისეთია“ - ნუცა კუხიანიძესთან სიახლეა
- +

21 მაისი. 2019. 17:18

 

ნუცა კუხიანიძე 10 მარტს პატარა თომას დედა გახდა. მსახიობის შვილის მამა ბაჩო ჩალაძეა, დიჯეი. ბაჩო ასევე დიჯეის, თომა ჩალაძის ძმაა. პატარას სწორედ ბიძის სახელი დაარქვეს. ნუცა შვილზე და თავის პირადზე საუბარს, ჯერჯერობით, თავს არიდებს. სამაგიეროდ, თავის ბოლო ნამუშევარზე ისაუბრა.

 

ნუცა კუხიანიძე: – ფილმში, რომელიც ამერიკელმა რეჟისორმა ორი წლის წინ თბილისში გადაიღო, ეპიზოდურ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. ფილმში მოქმედება მოხეტიალე ცირკში, შაპიტოში ვითარდება. გადაღებები საქართველოს გარდა, ჰოლანდიაშიც მიმდინარეობდა. რეჟისორი ენტონი ლუჩეროა. ძალზედ შთამბეჭადავი იყო გადაღებები. მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის. ხომ იცით, მომავალი იმით იზომება, შენი წინა პროექტი როგორი წარმატებული იყო. ბევრი მსახიობი ჰყავდათ ჩამოყვანილი, ქართველი პროფესიონალი „ცირკაჩებიც“ გადაიღეს. დიდ ხანს იღებდა და პოსტ ფროდაქშენიც დიდ ხანს გაგრძელდა. მე როგორც ვიცი, ენტონი ფესტივალზეც აპირებს ფილმის წაღებას. ფილმის სამუშაო სახელია „კლოუნი“. ველოდები ფილმის გამოსვლას. უფრო ვრცლად მერე გესაუბრებით.

 

– ნუცა, ფილმის გამოსვლამდე პატარა თომაზე გვითხარით რამე, როგორი ბავშვია?

 

– როგორიც შეიძლება იყოს შვილი დედისთვის, თომაც ისეთია. არ მინდა პატარაზე ასე ცალკე საუბარი. მადლობა.

 

ნუცას ჰყავს 11 წლის ქალიშვილი კატო რჩეულიშვილი. ნუცა და გუკა რჩეულიშვილი, დაახლოებით, ოთხი წლის წინ გაიყარნენ. გუკამ ლელა კილაძეზე იქორწინა და შვილი გაუჩნდათ. ნუცა ამერიკაში გაემგზავრა. მერე მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ბაჩო… ახალ სიყვარულს ახალი როლი მოჰყვა. ყველაფერი კი პატარა თომას დაბადებამ „ჰეფიენდით“ დააგვირგვინა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი