logo_geo
ანო მაისურაძე: სიკვდილის შემდეგ ყველგან დატოვა თავისი სიკეთე…
- +

22 მაისი. 2019. 17:56

„უხეში, ხისტი და დაუფიქრებელი კაცი არ იყო, არავის ატკენდა გულს“,- ამის შესახებ  მსახიობი გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„წვერში გვაქვს აგარაკი და იქ ვიყავით. ჩემი ბიძაშვილი, გიო, 3 წლის იყო. გივიმ ნაგვის გადასაყრელად გააჩერა მანქანა ხევთან. გიო საჭესთან გადაჯდა და ახლაც არ ვიცით, როგორ დაძრა მანქანა ხევისკენ. გივიმ ეს რომ დაინახა, გამოვარდა, საბურავებში ჩაუწვა და დაღმართში დაძრული მანქანა სასწაულით გააჩერა. სხვათა შორის, ფეხი კარგა ხანს სტკიოდა. იმ პერიოდში „ სამოთხის გვრიტების“ გადაღებები მიმდინარეობდა და ხელჯოხით დადიოდა. კახი კავსაძე სულ ხუმრობდა: მე სიკვდილს ვებრძვი და გივი კიდევ, სიცოცხლესო. სიკვდილის შიში არ ჰქონდა. ბებიასთან უთქვამს: ჩემ მერე, იმას ვდარდობ, თქვენ როგორ იქნებით უჩემოდო. ჩვენი დარდი გაჰყვა. ხშირად მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ სულ მგონია, გავიღვიძებ და გვერდით იდგება. ამას წინათ თამარაშვილზე, სადაც ცხოვრობდა, ტაქსით მივედი. ტაქსის მძღოლმა მითხრა: იცით, აქ გივი ბერიკაშვილი ცხოვრობდაო. გამეღიმა: ვიცი, ჩემი პაპა იყო-მეთქი. მართალია, თავად აღარ არის, მაგრამ დღემდე თბილად მოიხსენებენ  და სიკვდილის მერეც ყველგან დატოვა თავისი სიკეთე. სულ სადღაც მეგულება. მისი პერანგებისა და ჯემპრების ჩაცმა მიყვარდა. „იუმორინაზე“ უნდა ჩაეცვა ერთი პერანგი და გაუთოვებელ-გაპიწკინებული ეკიდა. მე კი ჩავიცვი და დავკუჭე. არ გაბრაზებულა. ლეილა, ბებიაჩემი, მეჩხუბა და გივიმ ამჯერადაც მე დამიცვა. უხეში, ხისტი და დაუფიქრებელი კაცი არ იყო, არავის ატკენდა გულს. მის საფლავზე ასვლის სურვილი არ მაქვს, იქ არ მეგულება“, - აღნიშნა ანო მაისურაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი