logo_geo
ენძელა მაჭავარიანი: პრაქტიკულად, ჯარში ვიყავი და გამოცდებიც ჩავაბარე, რაც ნამდვილად არ მომწონდა
- +

9 თებერვალი. 2017. 15:37


 

„ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - სამხედრო სამსახურში ქალბატონების გაწვევა მათი მოთხოვნის საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა ვალდებულების გამო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას განაცხადა.

 

„კულტურულ ქვეყნებში სავალდებულო სამსახური უქმდება, თუმცა, თუ მამაკაცებისთვის სავალდებულოა, ქალებისთვის მაინც სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს. მე მყავდა მეგობარი ჟურნალისტი ქალი, რომელიც წარმატებული ადამიანი გახდა სამხედრო სფეროში. მეც მაქვს გავლილი სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში, წოდებაც მქონდა და იმის გამო, რომ ეს სავალდებულო იყო, აღფრთოვანებას ნამდვილად არ გამოვთქვამდი. მოკლედ, დილეტანტიც არ ვარ ამ საკითხში. ეს იყო ძალიან მკაცრი სამხედრო მომზადება 4 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ჯარში ვიყავი და გამოცდებიც ჩავაბარე, რაც ნამდვილად არ მომწონდა. იმ ქვეყანას შეიძლება სჭირდებოდა ეს, დღეს კი ამის საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი