logo_geo
"როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა“ – 22 მაისს ლევან აბაშიძეს 56 წელი შეუსრულდებოდა
- +

23 მაისი. 2019. 00:48

 

 

22 მაისს ლევან აბაშიძის დაბადების დღეა. მსახიობსს 56 წელი შეუსრულდებოდა.

 

ლევან აბაშიძე, 29 წლის ასაკში, 1992 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტისას ზემო ეშერასთან დაიღუპა.

 

ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ქართულ კინოში 14-მდე როლის შესრულება მოასწრო.

 

როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი საშინლად ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო. ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. თუმცა, 5 სექტემბერს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრა, 6-ში დილით სოხუმში ჩავიდნენ, ხოლო 7 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან დაიღუპა…

 

" როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა “ლევან მიყვარხარ”, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: “მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა “მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: “არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ!.."

 

1987 წელს ახალგაზრდა მსახიობი ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა. ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კი, ლევანს "ფრესკიდან გადმოსული" უწოდა.

 

ლევანმა პირველი როლი ლ. ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” მიიღო, სადაც 14 წლის ლევანმა მთავარი გმირის შვილის როლი ითამაშა. პირველი მთავარი როლი ეკრანზე ჰქონდა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი ,,ვერცხლის დათვი” დაიმსახურა.

მას შემდეგ ლევან აბაშიძემ ოცამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი მხატვრული სახე შექმნა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი როლი ფილმ "ფესვებში."

 

 

big_banner
არქივი