ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს და სტატუსს ავრცელებს და საზოაგადოებას ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილს აცნობს.
„1961 წელს, მშვიდობის მსოფლიო საბჭოს მიერ, ვაჟა-ფშაველას იუბილეს მსოფლიო თარიღად გამოცხადების კვალდაკვალ, ვაჟას 100 წლის იუბილეს ამზადებდა ქართული საზოგადოება.
მწერალთა კავშირი იყო მაშინ ამ საქმის მოთავე.
მწერალთა კავშირის მაშინდელი თამჯდომარის, სერგი ჭილაიას მისაღებში ერთი სანდომიანი მანდილოსანი შედის და მოკრძალებით ითხოვს თავმჯდომარესთან შეხვედრას. ვინ ბრძანდებითო ეკითხებიან, რა მოვახსენოთო.
ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის ქალიშვილი ვარ, ვაჟას იუბილეზე დასასწრებად მოსაწვევის სათხოვნელად მოვედი, იქნებ ჩვენთვის, ლევანის შვილებისთვისაც გამოძებნოთო...
კაბინეტიდან გაოგნებული გამოვარდნილა სერგი ჭილაია,
,, რას ამბობთ, რა ლევანის შვილები, ჩვენ ვიცოდით, რომ ლევანს შვილები არ დარჩენიაო"...
ასე იყო, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ არ იცოდა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევან რაზიკაშვილს შვილები ყავდა საერთოდ...
დღესაც არ იცის ბევრმა.
არადა ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ღირსეული და 3 თაობის მანძილზე ძალიან გულნატკენი შვილთაშვილები ყავს ვაჟას გორში...
და მე ძალიან მინდა ყველა იცნობდეს მათ, ჩემს ღირსეულ სანათესაოს!
აი, ეს მოხდენილი კაცი ერთ-ერთი მათგანია! მინდია გოდერძიშვილი, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი, ვაჟას პირდაპირი შთამომავალი!“- წერს ლელა რაზიკაშვილი ფეისბუქში.