logo_geo
თათია მოლაშვილი: სააკაშვილის დასაფლავებაზე ორი კაცი დადგება მარტო, ცოლ-შვილიც კი არ დაუჯდება იქ
- +

23 მაისი. 2019. 16:46

 

„მთელი სახელმწიფო ებრძოდა თურმე ერთ სულხან მოლაშვილს“,- ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია მოლაშვილი საუბრობს.

 

„პირველად სასწრაფოს მანქანაში დავინახე სულხანი ახლოდან, ჩავხედე და მანქანაში სულ სხვა ადამიანი იწვა – წვერით, გამხდარი, სანთელივით კაცი. რას უკეთებდნენ, თვითონ უფრო არ იციან, რასაც უკეთებდნენ? მთელი სახელმწიფო ებრძოდა თურმე ერთ სულხან მოლაშვილს, მაგრამ როგორ ჰყვარებია ხალხს, ამითაც გამსკდარი იქნება გულზე სააკაშვილი. სააკაშვილის დასაფლავებაზე ორი კაცი დადგება მარტო, ცოლ-შვილიც კი არ დაუჯდება იქ.

 

დიახ, ვაცხადებ ხმამაღლა და საჯაროდ! ვაცხადებ, სულხანი სიკვდილამდე სააკაშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ მიიყვანეს! სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი კი არა კაცმაცუნა იყო, გაცოფებული იყო სულხანზე, ვერაფერი მოუხერხა, ვერ გატეხა! ჯერ იყო და 14 წლის შვილი მიცემეს, რომ სარჩელი გამოეტანა სულხანს სასამართლოდან, მერე იყო და ძმა, თორნიკე დაიჭირეს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ, იმიტომ, რომ სულხანი იყო კაცი და არა მათი მსგავსი ლაჩარი!

 

ბედნიერი ვარ, რომ მე ოჯახი სულხანთან ერთად შევქმენი. ხომ ასე მალე წავიდა ამქვეყნიდან და ახალგაზრდა, 46 წლის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმ მოკლე პერიოდითაც, რაც სულხანის გვერდით გავატარე. ლევან რამიშვილმა თქვა, ჩემი ნება რომ იყოს, რუსთაველის ხეებზე სახრჩობელაზე ჩამოვკიდებდი სულხან მოლაშვილსო. თავიდან მიშას პიარი რომ უნდოდა , მოკრიფეს უსახლკაროები და წაიყვანეს. ამ ხალხს რომ გაუგია, რომ სულხანის სახლი იყო, ყველამ დატოვა ის სახლი, იმ უსახლკაროებმა ინამუსეს, არ გაჩერდნენ, ამ სახლში ჩვენ არ გავჩერდებითო. გრიგალაშვილი გამოდის და ამბობს ხალხში, რომ ნახევარმილიონიანი ბუხარიაო... ჭაჭის ქვით ნახევარმილიონიანი ბუხარი ვის აქვს და ტყვიაგაუმტარი ფანჯრები“,- აღნიშნავს თათია მოლაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი