logo_geo
მამუკა ბახტაძე: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას
- +

23 მაისი. 2019. 21:52

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან ბრძოლა, 26 მაისს 80 წელი უსრულდება.

 

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესდამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით წარმოჩენილი იყოს საქართველოს რეგიონებში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ეს ღონისძიებები. 26 მაისის აღნიშვნის პერიოდში გარკვეული სიურპრიზებიც იქნება და თითოეული ჩვენგანი ნახავს ამას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და სხვადასხვა სიახლე და სიურპრიზი იგეგმება.

 

 

 

big_banner
არქივი