logo_geo
ჯონდი ბაღათურია: გთხოვთ, მოიხსენოთ ლოცვაში, უძლურებაში მყოფი, ჩემი მეუღლე ნათია... აქ მოცდას აზრი აღარ აქვს…
- +

24 მაისი. 2019. 01:06

 

პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც "ქართული დასის" ლიდერია, "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის  პრობლემა აქვს.

 

გთხოვთ, მოიხსენოთ ლოცვაში, უძლურებაში მყოფი, ჩემი მეუღლე თია“ - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი.

 

როგორც  mshoblebi.ge  -სთან საუბარში პოლიტიკოსმა განაცხადა, ნათიას სიმსივნე აღმოაჩნდა.

 

"ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით. ერთი წელია დადის ექიმებთან, რენტგენს უღებდნენ ფილტვებზე, ბოლოს კიდევ რომ მოგვთხოვეს რენტგენის გადაღება, იქ გამოჩნდა ფილტვზე რაღაც წერტილი, შემდეგ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადავიღეთ, მეორე დღეს გაუკეთეს ექოსკოპია, ახლა კი მორფოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გვეუბნებიან, რომ 99 პროცენტით სიმსივნე არისო, თან ავთვისებიანი, უმჯობესია იყოს მკერდის სიმსივნე და შორს წასული, ვიდრე ფილტვზე აღმოაჩნდესო. ორშაბათს უკვე ნათია თურქეთში მიმყავს სამკურნალოდ. აქ მოცდას აზრი აღარ აქვს" - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი