logo_geo
გოგოლა კალანდაძე: შვილებმა გამაძლიერეს, ყველა საკითხს თავად ვაგვარებ და სირთულეებიც ნაკლებად მაშინებს
- +

25 მაისი. 2019. 21:02

 

„ჩემმა ოთხმა შვილმა დამარწმუნა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შემძლებია“, - ამის შესახებ მსახიობი გოგოლა კალანდაძე ჟურნალ „გზასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„დედა პირველად რომ გავხდი, 22 წლის ვიყავი. ეს ემოციები მართლაც შეუდარებელი იყო, მაგრამ პატარა ასაკში სრულად მაინც ვერ გრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რასაც დედობა ჰქვია. მეოთხე შვილს დესერტს ვეძახი. სხვათა შორის, საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ მეოთხე შვილის აღზრდისას უფრო ფეთიანი დედა ვარ. პირველი შვილის გაჩენისას დედის იმედი მქონდა, ის მეც მივლიდა და ჩემს შვილსაც, ჩემმა ოთხმა შვილმა დამარწმუნა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შემძლებია. აქამდე მეგონა, რომ არაფრის გამკეთებელი ვიყავი, უსუსური, და სუსტი მეგონა თავი, რადგან  დედაჩემი ყველაფერს აგვარებდა. შვილებმა გამაძლიერეს, ყველა საკითხს თავად ვაგვარებ და სირთულეებიც ნაკლებად მაშინებს. შემიძლია შვილებს ყველაფერი გავუკეთო. ადრე მეგონა, რომ ცუდი დედა ვიყავი, ახლა ვთვლი რომ საუკეთესო ვარ“, - აღნიშნავს გოგოლა კალანდაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი