logo_geo
მერაბ კოკოჩაშვილი: ბევრ რამეს ვნანობ...
- +

25 მაისი. 2019. 21:08

 

„ვნანობ, რომ ყველა ფილმი ისე ვერ გავაკეთე, როგორც მე მინდოდა“, - ამის შესახებ კინორეჟისორი და სახალხო არტისტი მერაბ კოკოჩაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბევრ რამეს ვნანობ. მე ვაჟი არ მყავს და ძალიან მინდოდა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი გოგონები ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება, ბიჭი მყვარებოდა. ვნანობ იმას, რომ ყველა ფილმი ისე ვერ გავაკეთე, როგორც მე მინდოდა. ვნანობ იმას, რომ ყველას ისე ვერ მოვუწყვე ცხოვრება, როგორც მე მინდოდა. ვნანობ იმას, რომ დღეს ჩვენ ისეთ საქართველოში გვიწევს ცხოვრება, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ სულ სხვანაირი წარმომედგინა. მაგრამ ხომ ხედავთ, თურმე, ცივილიზაციისკენ სვლამ შეიძლება, სრულიად მოულოდნელი და ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანოს“, - აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი