logo_geo
იოსებ გოგაშვილი: ჯერ ჩვენება არ მიმიცია არაფერზე
- +

25 მაისი. 2019. 22:09

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი „კურიერს“ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მიმდინარე გამოძიებაზე ესაუბრა:

 

„ახლა იძიებენ ჯერ, სპეცრაზმელის მოქმედება ადეკვატური იყო თუ არა. იძიებენ, შეიძლება, უფრო ადრე რომ დამთავრებულიყო, კარგი იქნებოდა და წელიწადნახევარი მიმდინარეობს ეს გამოძიება და მე ხომ არ ვიცი, იქ რა პროცესი მიმდინარეობს, როგორი მტკიცებულებები აქვთ, როგორი დაკითხვებია, რამდენი ადამიანია დასაკითხი,“ - ამბობს გოგაშვილი.

 

გოგაშვილი „შაბათის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც პანკისის სპეცოპერაციასთან და არც მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის განზრახვის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს არ დაუკითხავთ.

 

„ჯერ ჩვენება არ მიმიცია არაფერზე. გეგმა აქვს პროკურატურას თავისი, მიდიან თავის გეგმის მიხედვით, მე ვერანაირად ვერ ჩავერევი და ვერც შევაწუხებ ზედმეტად,“ - ამბობს გოგაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი