logo_geo
ხატია ქვათაძე: „მაესტრო“ ჩემი ოჯახივით იყო…
- +

25 მაისი. 2019. 23:05

 

„ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ უნდა ვამბობდე“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ხატია ქვათაძე ჟურნალ  „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მე თავისუფლად მუშაობას ვარ მიჩვეული. რაიმე შეზღუდვა რომ მქონდეს, გამორიცხულია, ვერ ვიმუშავებ. შემიძლია გითხრათ - მე, როგორც ერთ ჟურნალისტს, „იმედის“ ერთ თანამშრომელს, წამყვანს, ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ უნდა ვამბობდე. არავის არაფერს ვუთანხმებ. სხვაგვარად ამ არხს არ გამოვადგებოდი.

 

„მაესტრო“ ჩემი ოჯახივით იყო, ეს „იმედის“ გუნდს ნამდვილად არ ეწყინება, რადგან პირველი სიყვარულივით ყველას აქვს რაღაც და ჩემთვის ასეთი არის „მაესტრო“. „იმედი“ არის სხვა ეტაპი, ზრდასრულ ასაკში მიღებული  გააზრებული გადაწყვეტილება, პროფესიონალ გუნდთან მუშაობა და მეტი მასშტაბები“, - აღნიშნავს ხატია ქვათაძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი