logo_geo
„ნამდვილ ევროპულ ქვეყნებში პრემიერ-მინისტრები „გაზით“ არ „იგუდებიან“!
- +

10 თებერვალი. 2017. 13:45




„ზურაბ ჟვანიას „გაზით გაგუდვიდან" მე-12 წლის შესრულებას დაახლოებით 12 საათი აკლდა, როცა ევროპამ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია მიანიჭა!

 

სწორედ ამ ფონზე კიდევ ერთხელ გაახსენდა ყველას საქართველოს „გაზით გაგუდული" პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქმული ისტორიული სიტყვები - „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის" სტატია იუწყება.


სტატიაში ახსნილია, თუ რატომ არ არის საქართველო ევროპული ქვეყანა, ამის მთავარი მიზეზი კი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაა. სტატიის მიხედვით, მანამდე, სანამ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზად კვლავ „გაზის გაგუდვა" ითვლება, საქართველო ევროპაში კი არა, „გაზის სექტორში" ცხოვრობს.


„ზურაბ ჟვანია ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ყველაზე ლაკონურად და მოქნილად გამოხატა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია! როცა ზურაბ ჟვანია ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლესის ტრიბუნიდან ამბობდა, ამაყი ვარ, რომ ამხელა პატივი სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილადო, იმ თაობაში მიხეილ სააკაშვილსაც გულისხმობდა, რომელიც იმ დღეს იმავე დარბაზში, ჟვანიას უკან იჯდა და მის გამოსვლას ტაშს უკრავდა.

 

ბუნებრივია, მაშინ ზურაბ ჟვანია ყველაზე საზარელ წარმოსახვაშიც კი ვერ გაივლებდა, რომ სულ რაღაც ექვსიოდე წელიწადში მას „გაზი გაგუდავდა", ხოლო მთავარი „გამგუდავი", ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში, სწორედ სააკაშვილი იქნებოდა!

 

ისე, ცოტა არ იყოს, კომიკურია, რომ ევროპულობით იწონებდეს თავს ის ქვეყანა, რომელსაც საკუთარი პრემიერ-მინისტრის მკვლელობა 12 წლის განმავლობაში ვერ გამოუძიებია!

 

ნამდვილ ევროპულ ქვეყნებში პრემიერ-მინისტრები „გაზით" არ „იგუდებიან"!  ნამდვილი ევროპული ქვეყნის ნამდვილი ევროპული ხელისუფლება ყველაფერს გვერდზე გადადებდა, წელებზე ფეხს დაიდგამდა და პრემიერ-მინისტრის მკვლელობას გამოიძიებდა, რადგან ეს სახელმწიფოს პრესტიჟისა და ღირსების საქმეა!

 

მოკლედ, სანამ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გამოძიებული არ არის და პრემიერ-მინისტრის მკვლელები სამართალში არ მიუციათ, საქართველო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, ვერ შედგება და, შესაბამისად, ვერც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი გახდება!

 

სანამ ჟვანიას მკვლელობა გამოძებული არ არის და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად კვლავ „გაზით გაგუდულად" ითვლება, საქართველო ევროპაში კი არა, „გაზის სექტორში" ცხოვრობს!

 

„გაზის სექტორისთვის" კი ვიზა-ლიბერალიზაცია დიდი ვერაფერი ბედენაა, მითუმეტეს, რომ ამ ვიზა-ლიბერალიზაციით ზურაბ ჟვანიას მკვლელებიც ისარგებლებენ!" - ნათქვამია სტატიაში.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი