logo_geo
დიმა ჯაიანი: რამდენი საუკუნე უნდა ვიძახოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მართალი და „ოცნება“ მტყუანი?!
- +

10 თებერვალი. 2017. 14:40




„დამაჯარებელია თუ არა პროკურატურის განცხადება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას „ნაცმოძრაობა" ახდენდა? - აღნიშნული კითხვა „რეზონანსმა" მსახიობ დიმა ჯაიანს დაუსვა:

 

„დამაჯერებლია იმიტომ, რომ დაჰკითხეს ორი მოსამართლე და წერილების შინაარსიც გამოაქვეყნეს. როგორც მოსამართლეები აცხადებენ, მანამდე მათზე არანაირი მუქარა და ზეწოლა არ ხორციელდებოდა და ჩვეულებრივ მუშაობდნენ „რუსთავი 2"-ის საქმეზე. რატომ არ უნდა დავიჯერო?! რამდენი საუკუნე უნდა ვიძახოთ ახლა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის მართალი და „ოცნება" მტყუანი?!

 

მინდა, რომ შერიგდნენ და წყნარად ვიცხოვროთ, თუმცა, მე მგონი, ვიღაცეებთან შერიგება არ შეიძლება და ბოლომდე უნდა დაისაჯონ. სხვა გამოსავალი არ არის", - განაცხადა ჯაიანმა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი