logo_geo
ხათუნა ხოფერია: იქნებ შავგულიძეს ეყოს კაცობა და გარდაცვლილ ირინა ენუქიძეს მაინც მოუბოდიშოს
- +

31 მაისი. 2019. 11:15

 

„სისხლიანი რეჟიმის მმართველის გვერდით დგომა ყველაზე არაკაცური და სამარცხვინო საქციელია“, - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საუბრობს.

 

„შალვა შავგულიძის მიერ აღებული ხმები - ეს არის ნაციონალებთან გარიგების შედეგად მოპოვებული ამომრჩეველი, ანუ სააკაშვილის უპირობო მხარდამჭერთა ხმები და არა ევრონაცების რეიტინგის მაჩვენებელი. და, საერთოდ, „შავგულიძის ვარიანტი“ ეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის უბადლო მაგალითი! სისხლიანი რეჟიმის მმართველის გვერდით დგომა ყველაზე არაკაცური და სამარცხვინო საქციელია! ასეთი რა გაუჭირდა ამ კაცს, რომ ადამიანურ ფაქტორებზე უარი თქვა?! შავგულიძემ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა რომ გადაუხადა, იქნებ, ეყოს კაცობა და გარდაცვლილ ირინა ენუქიძეს მაინც მოუბოდიშოს. და საერთოდ, შუალედური არჩევნების შედეგებით „ოცნებას“ ძალიან დიდი შანსი აქვს, უმრავლესობით მესამეჯერ მოვიდეს ხელისუფლებაში“, - აღნიშნავს ხათუნა ხოფერია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი