logo_geo
„კახა გაცილებით რბილია შვილებთან ურთიერთობაში, რის გამოც ანუკი საყვედურობს“ - როგორი მშობლები არიან ანუკი არეშიძე და კახა კალაძე
- +

1 ივნისი. 2019. 22:10

 

 

„ანუკი ისეთი გიჟი დედაა ვერ წარმოიდგენთ“, - ამის შესახებ ანუკი არეშიძის დედა ნინო ჭუმბურიძე ჟურნალ „გზასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ყველაფერს თვითონ აკონტროლებს. რომ მინდოდა ახალ ნამშობიარებს დავხმარებოდი, საკუთარ შვილს მეც, ექიმსაც კი არ მანდობდა, უნდოდა ყველაფერი თავისი ხელით გაეკეთებინა. დღის განმავლობაში ათასჯერ უნდა გადააკონტროლოს, ბავშვები როგორ არიან, სამსახურიდან მაშინვე სახლში გარბის. როდესაც უცხოეთში მიდის და ბავშვს გვიტოვებს, გვეუბნება, რომ 8-9 საათზე უნდა დავაძინოთ, ბავშვს კი არ ეძინება და გვეხვეწება კიდევ ცოტახანს ვიქნებიო, ჩვენც ვერ ვეწინააღმდეგებით. ანუკი რომ რეკავს, ვეუბნებით, ვითომ სძინავს. აბა, დამანახეთ, როგორ სძინავსო? ვაი, თქვენს ნინოს და ბადრის ამ დროს (იცინის)... მაშინვე ხვდება, რომ რაღაცას არასწორად ვეუბნებით. სხვათა შორის, თვითონაც უმკაცრესი დედაა, დიდი პასუხიმგებლობით ეკიდება დედობის რთულ „პროფესიას“, რაც დღესდღეობით გასაკვირია.

 

რაც შეეხება კახას, ამას წინათ დედამისმა მითხრა, ზოგჯერ ძალიან დაღლილი ბრუნდება და ტახტზე მიწოლილს რომ ჩაეძინება, სამივე დაახტება ხოლმეო. მაგრამ მაშინაც კი არ ეტყვის ბავშვებს უარსო, დაღლა ავიწყდება და ეთამაშებაო. კახა გაცილებით რბილია შვილებთან ურთიერთობაში, რის გამოც ანუკი საყვედურობს, ბავშვებს „მიფუჭებო“. ყველაფერზე მასთან გარბიან, კახა, კახას ძახილით და ისიც მათ ახირებებს ანგარიშს უწევს“, - აღნიშნავს ნინო ჭუმბურიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი