logo_geo
ჯაბა ხუბუა: არჩევნების დღეს, ზუგდიდში ერთადერთი „მიჩმორილი“ ადამიანი დადიოდა და ეს გვარამია იყო
- +

2 ივნისი. 2019. 03:00

 

 

„ზუგდიდელები ნელ-ნელა თავისუფლდებიან იმ 9-წლიანი შიშის, ტერორისა და სტრესის ნაკვალევისაგან“,- ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

 

„ნიკა გვარამია ზუგდიდელებს შეურაცხყოფს და „მიჩმორილებს“ ეძახის! გაგიჟებული ქათამი გვარამია 19 მაისს ზუგდიდში თუ ვინმე „მიჩმორილს“ ნახავდა, მხოლოდ - საკუთარ თავს, რადგან „მიჩმორილი“, შეშინებული და ჩაკუკული არსების გარდა, არავინ იკადრებდა იმას, რომ ხელში მიკროფონი დაეჭირა და საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოსაწყობად პირადი მცველების თანხლებით ევლო. სად, რომელ ნორმალურ ქვეყანაში უნახავს ვინმეს, რომ ადამიანი ჟურნალისტურ საქმიანობა ასრულებდეს, ხელში მიკროფონი ეჭიროს, ტელეოპერატორი ახლდეს და რესპონდენტთან ინტერვიუს ჩაწერის დროს დაცვა ცოცხალ ჯაჭვს უკეთებდეს?

 

2019 წლის 19 მაისის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ზუგდიდელები ნელ-ნელა თავისუფლდებიან იმ 9-წლიანი შიშის, ტერორისა და სტრესის ნაკვალევისაგან, რომელიც მათ ცხოვრებას სააკაშვილ-ახალაიების რეჟიმმა დამჩნია. ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსის დამარცხება სწორედ იმის ნიშანია, რომ სააკაშვილ-ახალაიების რეჟიმის მიერ ღირსებაშელახული ზუგდიდი საკუთარ ღირსებას იბრუნებს. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, 19 მაისს, არჩევნების დღეს, ზუგდიდში ერთადერთი „მიჩმორილი“ ადამიანი დადიოდა და ეს გვარამია იყო“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი