logo_geo
ხათუნა ხოფერია: სრული იგნორი სააკაშვილ-რულოვსს, რომ მათი სახელების ხსენება პოლიტიკაში საბოლოოდ დასრულდეს!
- +

2 ივნისი. 2019. 12:37

 

 

„იარაღის ხელში აღებითა და მსგავსი სულელური განცხადებებით სანდრა საკუთარ ტოტს ბოლომდე ხერხავს“,- ამასთან დაკავშირებით ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საუბრობს.

 

„სანდრა რულოვსის გაპოლიტიკოსების მცდელობა კრახით დასრულდა. თავისი პოლიტიკური კარიერა ზუგდიდში დაამთავრა! იარაღის ხელში აღებითა და მსგავსი სულელური განცხადებებით სანდრა საკუთარ ტოტს ბოლომდე ხერხავს. რაც მეტს დაიმუქრება, მით მეტ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და რულოვსი სპეცსამსახურების პროექტია, ხშირად დღეს მათი განცხადებები სპეცსამსახურების შანტაჟის გარკვეულ ნიშნებს ატარებს. მათ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ, დარწმუნებული ვარ, მასალაც ექნებათ იმის დასამტკიცებლად, რა იდგა მათი ქმედებების უკან და რას აკეთებინებდნენ. ახლა ზუსტად ისე იქცევიან, როგორც განწირული პოლიტიკოსები. სწორი ტაქტიკაა, რომ მათ სიტყვებს ხალხი არაფრად აგდებს. ასე უნდა გავაგრძელოთ - სრული იგნორი სააკაშვილ-რულოვსს, რომ მათი სახელების ხსენება პოლიტიკაში საბოლოოდ დასრულდეს“,- აღნიშნავს ხათუნა ხოფერია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი