logo_geo
სოფო ბედია: ანდრიას ნათლობამ პომპეზურად ჩაირა, როგორც ჩემს ნანატრ შვილს ეკადრებოდა
- +

2 ივნისი. 2019. 13:46

 

„მე და მიშამ ნათლიები თავისი პიროვნული თვისებებით შევარჩიე“, - ამის შესახებ მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ანდრიას ნათლობამ პომპეზურად ჩაიარა, როგორც ჩემს ნანატრ შვილს ეკადრებოდა. მონათლა მამა შალვამ, ჩვენმა მოძღვარმა, ვაკის ანდრია პირველწოდებულის ტაძარში. ნათლობის ორგანიზება მე და მიშამ დავგეგმეთ, ისევე როგორც ჩვენი ქორწილი. ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ჩვენ ორნი ვგეგმავთ. ასე რომ, ჩვენი ცხოვრების დამგეგმავები მე და მიშა თავად ვართ. რაც შეეხება ნათლიებს, ბავშვის ნათლიები არიან: ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, ირაკლი ქუთათელაძე, დავით ფაცაცია, ბავშვობის მეგობარი გურამ ყოჩიაშვილი, თიკა შერაზადიშვილი, იგივე შერი და მაიკო ჩხეტიანი-ჩვენი მეჯვარე. ანდრიას შვიdი ნათლია ჰყავს-შოუ-ბიზნესში ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები და ბავშვობის მეგობრები. ყველა ამბობდა, რაც კი კარგი არსებობს, ის დავანათლეთო. მე და მიშამ ნათლიები თავიანი პიროვნული თვისებებით შევარჩიეთ და ვამბობ ხოლმე: პოლიტიკოსი ჭკუას და გამჭრიახობას დაანათლავდა, მომღერალი ნათლია - კარგ სმენას, ხოლო ბავშვობის მეგობრები -კარგ თვისებებს და კარგი მიქსია-მეთქი. ჩვენს ოჯახს კიდევ შვიდი ადამიანი დაუნათესავდა და დაემატა. ისინი ჩვენი ოჯახის წევრები გახდნენ და ყველა უზომოდ მიყვარს. ნათლობის შემდეგ „ სამ საუკუნეში“ გადავინაცვლეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი წერეთელს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ გადასარევი საღამო გამოსულიყო. კარგად გავერთეთ. ნათლობის წვეულებაზე მინდოდა, მხიარული, კაშკაშა ფერის სამოსი მცმოდა და ჩემმა მეგობარმა, თამრიკო ყვავაძემ წითელი კაბა შემიკერა. მისი დიზაინით იყო შექმნილი, მე უბრალოდ, კორექტივები შევიტანე“ - აღნიშნა სოფო ბედიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი