logo_geo
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „პოეტური თარგმანის ანთოლოგიის“ წარდგინება გაიმართა
- +

10 თებერვალი. 2017. 21:29




ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წიგნის „პოეტური თარგმანის ანთოლოგიის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის  შემდგენელია ალექსანდრე ელერდაშვილი. „პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში" შესულია სხვადასხვა თაობის 206 მთარგმნელი, რომელთა მიერ 50 ენიდან ნათარგმნია 300-ზე მეტი ნაწარმოები.


როგორც ელერდაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, წიგნზე მუშაობა თითქმის წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა. „პოეტური თარგმანის ანთოლოგია" მთარგმნელთა კლუბის და პოეზიის მოყვარულთა მიერ დაფინანსდა.


„დღეს წიგნი წარვუდგინეთ მკითხველს, ავტორებს, მასში შესულ მთარგმნელებს. წიგნში წარმოდგენილია 206 მთარგმნელი, რომლებმაც 50 ენიდან 300-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები თარგმნეს.

 

„პოეტური თარგმანის ანთოლოგიაზე" თითქმის წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი, მაგრამ იდეა წიგნის შექმნისა დიდი ხანია მაწუხებს, შეიძლება ითქვას, სტუდენტობიდან.

 

წიგნი დაფინანსდა მთარგმნელთა კლუბის წევრებისა და პოეზიის მოყვარულთა მიერ ინტერნეტში გავრცელებული განცხადების დახმარებით", - განაცხადა ალექსანდრე ელერდაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი