logo_geo
მეცნიერებმა სისხლის ანალიზით ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის დადგგენა შეძლეს
- +

3 ივნისი. 2019. 23:14

 

 

მეცნიერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ მათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკური გამოკვლევის კუთხით მნიშვნელობან პროგრესს მიაღწიეს. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გახლავთ მდგომარეობა, რომლის სიმპტომებია გადაღლისა და გამოფიტვის მუდმივი შეგრძნება.

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ 40 ადამიანზე ჩატარებულმა პილოტურმა კვლევამ, რომელთა ნახევარი ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, ნახევარს კი აღნიშნული სინდრომის სიმპტომები ახასაიათებდათ, აჩვენა რომ პოტენციური ბიომბარკერის ტესტმა ზუსტად დაადგინა, ვინ იყო დაავადებული ქრონიკული დაღლილობის სინდრომით და ვინ -არა -  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  

სტატისტიკის თანახმად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, (CFS) რომელიც ასევე ცნობილია როგორც მიალგიური ენცეფალომიელიტი (myalgic encephalomyelitis), მსოფლიოში დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს აღენიშნება.

სიმპტომები მოიცავს ძლიერ დაღლილობას, საერთო ტკივილს, თავის ტკივილს და ძილის პრობლემებს. დაავადებამ შესაძლოა პაციენტი წლების განმავლობაში საწოლს ან სახლს მიაჯაჭვოს. აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით მისი დიაგნოზის და გამომწვევი მიზეზის დადგენის საშუალება არ არსებობს.

კვლევის ფარგლებში მოხალისეთა სისხლის ნიმუშებს “ნიანელექტრონული ანალიზი” ჩაუტარეს – ეს გახლავთ ტესტი, რომლის საშუალებითაც იზომება ცვლილებები მცირე რაოდენობის ენერგიაში.

მეცნიერებმა სისხლის ნიმუშები მარილის საშუალებით „დასტრესეს“ და შემდეგ პასუხები შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის პაციენტების სისხლის ნიმუშები იმპულსური იყო, ჯანმრთელი მონაწილეების კი – შედარებით მყარი.

ნათლად დავინახეთ განსხვავება, თუ როგორ რეაგირებენ ჯანმრთელი და ქრონიკული გადაღლის სინდრომის იმუნური უჯრედები სტრესზე,“ - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, გენეტიკისა და ბიოქიმიის პროფესორმა რონ დევისმა.

სხვა სპეციალისტები, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი ამ კვლევაში, მის შედეგებს მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ბიომარკერი, რომელიც ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის დიაგნოზს დასვამს და მას მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებისგან გამოარჩევს.

 

 

big_banner
არქივი