logo_geo
არჩილ გამზარდია: ივანიშვილს ამის სურვილი რომ ჰქონდეს, უფრო სასურველი ადამიანი იქნებოდა...
- +

11 თებერვალი. 2017. 11:25


„ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი მართავს პოლიტიკურ პროცესებს. ბიძინა ივანიშვილი შინაგანად სულ სხვა ადამიანია, ვიდრე ეს გარედან, ერთი შეხედვით ჩანს", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „ასავალ-დასავალს" განუცხადა.


როგორც გამზარდია აღნიშნავს, ივანიშვილი „ქართული ოცნების" გუნდის წევრებს ენდობა და მიიჩნევს, რომ პროცესი სწორად მიდის. გამზარდიას თქმითვე, ივანიშვილი საკუთარი ქველმოქმედების შესახებ რომ საუბრობდეს, უფრო დაფასებული იქნებოდა.


„ბიძინა ივანიშვილის სისუსტეა, რომ არ ჰყვება ხოლმე საკუთარი ქველმოქმედებების შესახებ. არ მიდის მის მიერ დაფინანსებულ ოპერაში თუ სხვადასხვა ობიექტზე გახსნის დღეს. პირად საუბრებშიც არ უყვარს ამ თემების აფიშირება. მას რომ ამის სურვილი ჰქონდეს, დღეს საქართველოში ბევრისთვის უფრო სასურველი ადამიანი იქნებოდა და მის სახელს ნეგატიურ პროცესებსაც არ დაუკავშრებდნენ", - ამბობს გამზარდია.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი