logo_geo
გია ჯაჯანიძე: დაგისახელებთ მიზეზებს, რის გამოც ცოლები ქმრებს ღალატობენ
- +

6 ივნისი. 2019. 15:23

 

„ქალი სხვათაშორის, დიდხანს ფიქრობს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს და მერე მტკივნეულად განიცდის“,- ამის შესახებ ტელეწამყვანმა და ფსიქოლოგმა გია ჯაჯანიძემ  „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„როცა ქალი ქორწინებით უკმაყოფილოა: ქმარი სათანადო ყურადღებას არ აქცევს, სიყვარულს არ გამოხატავს, სახლის საქმეებში არ ეხმარება. ცოლმა, შეიძლება, სხვა მამაკაცში ეძებოს დასაყრდენი. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქალი სექსს კი არა, ემოციურ მხარდაჭერას და დაცვას ეძებს., რადგანაც ქმრის გვერდით თავს მარტოდ გრძნობს. სხვათაშორის, დიდხანს ფიქრობს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს და მერე მტკივნეულად განიცდის თავის საქციელს.

 

შემიძლია, დაგისახელოთ 8 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რისთვისაც ქალი ღალატზე მიდის:

 

  1. სურს, ისევ იგრძნოს, რომ საყვარელია, რათა თვითშეფასება აიმაღლოს;
  2. სიახლის განცდა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება;
  3. კარიერული წინსვლა;
  4. ქმრისთვის სამაგიეროს გადახდა ღალატის ან დამცირების გამო;
  5. ახალგაზრდობის გახანგრძლივება და ძლიერი განცდები;
  6. მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;
  7. სამაგიეროს გადახდა მძიმე წუთებში გაწეული დახმარების, მხარდაჭერისა და სიკეთისთვის;
  8. ფულის შოვნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი