logo_geo
სააკაშვილი რუს ჟურნალისტებს: ჰალსტუხი წაუღეთ პუტინს და ქართულ ჭაჭასაც გაგატანთ
- +

6 ივნისი. 2019. 16:10

 

 

მიხეილ სააკაშვილს აეროპორტში რუსმა ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაზედაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სჯობდა, თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით დაკავებულიყვნენ და არა იმის გარკვევით, რა ხდებოდა სამეზობლოში.

„რასაც თქვენ აკეთებთ, ეგ იგივეა, რომ მეზობლების პირად ცხოვრებაში ყოფთ ცხვირს, არ გირჩევნიათ, საკუთარ ქვეყანას მიხედოთ? აირჩიეთ ვინმე ნორმალური, დემოკრატი პრეზიდენტი, იგრძენით დემოკრატიის გემო, ისევე როგორც უკრაინაშია“,– განუცხადა მათ მიხეილ სააკაშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის აპირებს ის თბილისში დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მალე, რადგან კიევი ახლოსაა თბილისთან.

 

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰალსტუხის შესახებ შეახსენა და ჰკითხა, რატომ არ ეკეთა მას ჰალსტუხი, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა: „ჰალსტუხი წაუღეთ პუტინს და ქართულ ჭაჭასაც გავუგზავნი, „ФСБ“-ს აგენტებისთვის გადასარევი საჩუქარია“.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი