logo_geo
„არავის გაუკვირდება, თუ დამტკიცდება, რომ მაღალჩინოსანი, რომელსაც მოსამართლეები ზეწოლაში ადანაშაულებენ, გვარამიაა!“
- +

11 თებერვალი. 2017. 14:24




„საკუთარი მამის დასაფლავების დღეს გვარამია რესტორანში წავიდა! სად წავა იგი იმ დღეს, როცა „რუსთავი-2" ნაცებისათვის სამუდამოდ დასაფლავდება?! მითუმეტეს, რომ ეს დღე, როგორც ჩანს, შორს სულაც არ არის!" - ამის შესახებ „ასავალ-დასავალი" წერს.


სტატიაში საუბარია მოსამართლეებზე ზეწოლაზე და ნიკა გვარამიას ბრიფინგზე. როგორც პროკურატურამ განაცხადა, მოსამართლეებზე ზეწოლა წინა ხელისუფლების პირებისგან ხდებოდა, სტატიის მიხედვით კი, შესაძლებელია, დამნაშავე თავად გვარამია იყოს.


„გვარამიამ, რომელიც პოლიტიკური ცირკის მოწყობაში კარგად არის დახელოვნებული, გასულ კვირას საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და ტელემაყურებელს სვენებ-სვენებით მოუყვა ზღაპარი იმის შესახებ, როგორ ატერორებს სუს-ი უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, როგორ აიძულებს მათ ხელისუფლება „რუსთავი-2"-ის  საქმეზე არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, როგორ გმირულად გაუძლეს ამ მოსამართლეებმა ხელისუფლების ზეწოლას, როგორ გამოიჩინეს თავდადება, როცა მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართეს და ა.შ.

 

„რუსთავი-2"-ის გენერალური პროკურორი ამ ზღაპრებს ისეთი სერიოზული სახითა და საგანგებოდ დაყენებული ტრაგიკული ტემბრით ჰყვებოდა, საზოგადოებას, შესაძლოა, დაეჯერებინა კიდევ, გვარამიასა და ნაცების ზნეს კარგად რომ არ იცნობდეს.

 

„რუსთავი-2"-ის გენერალური პროკურორის მიერ მოყოლილ ზღაპარში და, საერთოდ, ნაცების მიერ ატეხილ მთელ ამ წილადობილაში ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ საქართველოს მთავარ პროკურატურას მართლა მიმართა განცხადებით, გამოძიებულ იქნეს მათზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი.

 

„რუსთავი-2"-ის გენერალური პროკურორის საგანგებო ბრიფინგს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადებით უპასუხა და საქმის გარემოებები განმარტა. კერძოდ, როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის წერილობითი განცხადება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოფიციალური მიმართვა, რომლითაც ირკვევა, რომ მოსამართლეებმა თავიანთ საცხოვრებელ მისამართებზე, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით, წერილობითი მიმართვები მიიღეს და ასევე მობილურ ტელეფონებზე მიუვიდათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც უცხოური ნომრიდან იყო გამოგზავნილი.

 

სხვა დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ჯერ არ საუბრობს, თუმცა, რაც უკვე თქვა, იმის მიხედვით ყველაფერი აშკარაა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პროკურატურაში მოქმედი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს კი არ უჩივლეს, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს დაადეს ხელი!

 

სხვათაშორის, საზოგადოებას სულაც არ გაუკვირდება, თუ გამოძიებით დამტკიცდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ზეწოლაში ადანაშაულებენ, არც მეტი, არც ნაკლები, თვითონ ნიკა გვარამიაა!

 

სააკაშვილის რეჟიმის ნაპროკურორალს ამის გაკეთება გაუჭირდებოდა თუ რა?!" - ნათქვამია სტატიაში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი