logo_geo
თამარ გვარიშვილი: ითამაშეს ცუდად იმაზე, რომ ვითომ ჩვენ რუსეთის მეშვეობით ვიღაცის ინტელექტის ოკუპაციას ვახდენდით
- +

8 ივნისი. 2019. 18:54

 

„ჩვენი ასოციაციის წევრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია „GERA“-ს გენერალურმა დირექტორმა თამარ გვარიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

 

„არის ხელის შეშლის მცდელობები საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისგან. საქართველოსთვის ძალიან სენსიტიური თემაა ოკუპაცია და რუსეთი, რა თქმა უნდა, იმის უკან არავის არაფერი გვაინტერესებს. ითამაშეს ცუდად იმაზე, რომ ვითომ ჩვენ რუსეთის მეშვეობით ვიღაცის ინტელექტის ოკუპაციას ვახდენდით. რუსეთის თემა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ „РАО“-სთან, ეს არის რუსული საავტორო ასოციაცია, რომელსაც ჰქონდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან ხელშეკრულება და გარკვეული მიზეზების გამო შეწყვიტეს ეს ხელშეკრულება და გაგვიფორმეს ჩვენ.

 

თუმცა, მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ „РАО“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ქართველი შემსრულებლების მუსიკა ყველაზე ხშირად ისმის სწორედ რუსეთში, ასევე, იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. ძირითადი ბაზარი მაინც არის ისრაელი, საბერძნეთი, რუსეთი, უკრაინა. ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება შორს გავიტანოთ ქართული შემოქმედება“, - განაცხადა თამარ გვარიშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი