logo_geo
ზურაბ ბიგვავა: „რუსთავი 2“ ომის ფორმულას ვერ შექმნის
- +

11 თებერვალი. 2017. 17:18



„დღეს საზოგადოებაში ომის ფორმულა არ არსებობს. ყველა გამოკითხვა ამაზე მიუთითებს", - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „პრაიმტაიმთან" განაცხადა.


ბიგვავას თქმით, საზოგადოება დღეს საქმის გაკეთებაზეა ორიენტირებული და არა განადგურებაზე, „რუსთავი-2" კი თავისი მცდელობების მიუხედავად ომის ფორმულას ვერ შექმნის.


„დღეს საზოგადოება ორიენტირებულია საქმის გაკეთებაზე, ორიენტირებულია კეთილდღეობაზე და არა განადგურებაზე. „რუსთავი 2" ომის ფორმულას ვერ შექმნის. არის გარკვეული ვარდნა და რეგიონალური კრიზისი, მაგრამ საქმე კეთდება. ვიზა-ლიბერალიზაციას მივაღწიეთ, რეგიონებში სერიოზული ძვრებია, ბევრი ახალი მცირე საწარმო შეიქმნა. ხალხს კეთების სურვილი აქვს, ამისთვის კი მას სტაბილური გარემო, კეთილდღეობა სჭირდება და არა ბრძოლა ვინმეს წინააღმდეგ. ყველა ხედავს, რომ გარემო თავისუფალია, არავინ აშინებთ და აშანტაჟებთ და შეუძლიათ, შექმნან და აკეთონ. ასეთ ხალხს არ სჭირდება დაპირისპირება და დაძაბულობა. „რუსთავი 2" პარტიული ტელევიზაა, ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება? არის მხარე, არ არიან ობიექტურნი, მიზამიმართულად ცრუობენ ძალიან ხშირად. რუსეთის აგენტებიო, მოღალატეებიო და რას არ ამბობენ... რას ნიშნავს დემოკრატია? ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დასავლური ღირებულებების პროპაგანდა იყოს? მე არა ვარ რუსების მომხრე, მაგრამ ვიღაც არსებობს, ვისაც რუსეთთან ურჩევნია ყოფნა და ამას ღიად ამბობს... რა ვქნათ, დავხოცოთ ისინი? ესეც უნდა იყოს და ისიც, ამაში გასაკვირი არაფერია. ყველა ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვანაირად ვერც ვერავინ იტყვის", - განაცხადა ბიგვავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი