logo_geo
სოსო გოგაშვილი: პანკისის ხეობის ტერორიზმთან და ტერორისტებთან გაიგივება არასწორია
- +

10 ივნისი. 2019. 16:49

 

„პანკისის ხეობის ტერორიზმთან და ტერორისტებთან გაიგივება არასწორია და ყველას მოვუწოდებ, მსგავსი პროვოკაციული, სახელმწიფოს დამაზიანებელი შეფასებებისგან თავი შეიკავონ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გოგაშვილმა აღნიშნა, ტერორიზმს ეროვნება არ აქვს.

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტერორიზმს ეროვნება არ აქვს და არ შეიძლება, რომელიმე ტერორისტზე მისი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით ვიმსჯელოთ. ხშირად იყო გაჟღერებული, რომ ჩვენს მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რასაც, სამწუხაროდ, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა, ქისტებმა, თითქოს, მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და შეურაცხყოფად აღიქვეს. არადა, ქისტები, როგორც ეთნიკური ჯგუფი, არაფერ შუაში არიან. იმ პირთა შორის, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით დავაკავეთ და დღეს უკვე სასჯელს იხდიან, ქისტებთან ერთად აჭარლები, გურულები და საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენლებიც არიან. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია არა მარტო პანკისის ხეობაში, არამედ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისში, სიღნაღის, ახმეტისა და დმანისის რაიონებშიც ჩავატარეთ“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი