logo_geo
სოსო გოგაშვილი: იმის მაგივრად, რომ ადეკვატურად აფასებდნენ ჩვენს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, მიდის მუდმივი დისკრედიტაცია სუს-ის მიმართ
- +

10 ივნისი. 2019. 18:16

 

„საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილს რატომღაც არ სურს იმ საშინელების გათავისება, რომლის დატრიალებასაც ტერორისტები თბილისში გეგმავდნენ“, - ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„იმის მაგივრად, რომ ხოტბას ასხამდნენ ჩვენს გმირ სპეცრაზმელს ვანო გოლოშვილს, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოგვიკლეს, ადეკვატურად აფასებდნენ ჩვენს მიერ ჩატარებულ წარმატებულ სპეცოპერაციას, მიდის მუდმივი დისკრედიტაცია, ცილისწამება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი მაღალჩინოსნების მიმართ, რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტერს აძლევს ხელს.

 

ვის უხარია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური სუსტი იყოს? ეს უხარია ჩვენს მტერს, რომელსაც სუს-ის სიძლიერე არ აწყობს. ის ადამიანები, რომლებიც სუს-ის დისკრედიტაციის კამპანიას ახორციელებენ, ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესებს.

 

წარმოუდგენელი რაღაც ხდება - უმძიმესი ტერორისტული აქტი აღვკვეთეთ, ქვეყანა საშინელ სისხლისღვრას გადავარჩინეთ და იმის მაგივრად, რომ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს და მხარი დაუჭირონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველაფერი პირიქით ხდება“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი