logo_geo
„კაბუ“: სარკეში რომ ჩავიხედე, აბსოლუტურად სხვა ადამიანი დავინახე, გაფითრებული, საზიზღარი...
- +

10 ივნისი. 2019. 18:18

 

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არაერთი ცნობილი და ნიჭიერი ადამიანი გამხდარა ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ზოგს ამ პრობლემამ კარიერაც დაუნგრია და პირადი ცხოვრებაც.

 

მსახიობი კახა აბუაშვილი („კაბუ“) ერთ-ერთი პირველია, ვინც „პრაიმტაიმთან“ ამ თემაზე ღიად ისაუბრა.

 

მსახიობი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს. საპატიმროში ის 2018 წელს გახმაურებული სპეცოპერაციის შედეგად მოხვდა, რა დროსაც „კაბუსთან“ ერთად დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, მათ შორის რამდენიმე „კანონიერი ქურდიც“ აიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, კახა აბუაშვილს რეალურად დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შეხება არ ჰქონია და ის ამ გაუგებრობაში შემთხვევით აღმოჩნდა, თუმცა „კაბუს“ სამართალდამცავებთან პრობლემები წარსულშიც ჰქონდა, რაც ძირითადად მის ნარკოტიკებთან დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. ამ თემაზე თავის დროზე მსახიობმა „პრაიმტაიმთან“ გულწრფელად ისაუბრა.

 

„ვერც კი ვიხსენებ, რამ მიმიყვანა ნარკოტიკებამდე, მაგრამ ერთ დღესაც სარკეში რომ ჩავიხედე, აბსოლუტურად სხვა ადამიანი დავინახე, გაფითრებული, საზიზღარი... მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ნარკოტიკებს ჩემ გარდა კიდევ ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანი შეეწირებოდა. ალბათ ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკებს დავუახლოვდი. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, გვერდით მაგარი ქალი ჩაგივლის, მას თვალს გააყოლებ, მაგრამ ტელეფონზე წამალზე ლაპარაკს გააგრძელებო, მოვკლავდი. მე კი ნარკოტიკებმა, გარკვეული პერიოდი, მგონი ქალიც კი დამავიწყა. ერთხელ ტელეფონს რომ გადავხედე, მართლა ძალიან შევშინდი. ნომრებში თითო-ოროლა ადამიანიღა იყო ახლობელი, დანარჩენი უცნობები აღმოჩნდნენ“, - ჰყვებოდა მსახიობი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი