logo_geo
სოსო გოგაშვილი: სააკაშვილი ყველანაირ პროვოკაციასა და არეულობაზე წავა, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეს!
- +

10 ივნისი. 2019. 18:23

 

„თავის დროზე ჩატაევი საქართველოში პირადად სააკაშვილის განკარგულებით ჩამოიყვანეს. მას „ნაციონალური მოძრაობა“ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შესაქმნელად და სხვა უკანონო საქმიანობისთვის იყენებდა“, - ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისა და თემირლან მაჩალიკაშვილის თემას „ნაცმოძრაობა“ ისე „მოაჯდა“ და ისე იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, 2017 წელსაც ჩატაევი თბილისში სააკაშვილმა შემოიყვანა.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტერაქტებს ხელოვნურად დგამდა, რისი მაგალითიც ცნობილი ხურჩის ტერაქტია, რომელიც სააკაშვილმა ჩვენსავე მოქალაქეებს მოუწყო. იგი ყველანაირ პროვოკაციასა და არეულობაზე წავა, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეს და პოლიტიკურ ოპონენტებზე შური იძიოს!“ - განაცხადა გოგაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი