logo_geo
მეცნიერებმა დაასახელეს მიზეზი, რომელიც წონაში კლებას უშლის ხელს
- +

11 ივნისი. 2019. 00:39

 

ძილის განსაზღვრული  რეჟიმის არქონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, რაც თავის მხრივ შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიის რისკსა და ასევე ქოლესტერინის დონეს ზრდის და ხელს უწყობს წონაში მატებას. როგორც EurekAlert--ი წერს, ეს დასკვნა ამერიკის გულის, ფილტვებისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებს ეკუთვნის.

 

მეცნიერების ექსპერიმენტში 45-დან 84 წლამდე ასაკის 2000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. 6 წლის განმავლობაში მკვლევრები ძილსა და სიფხიზლეს შორის ურთიერთკავშირსა და ნივთიერებათა ცვლაში დარღვევებს აკვირდებოდნენ.

 

როგორც გაირკვა, იმ პაციენტებს, რომლებსაც ძილის რეჟიმში პრობლემები ჰქონდათ, მეტაბოლური დარღვევები დაუდგინეს, რომელიც ძილის რეჟიმის აღდგენის შემდეგაც შენარჩუნდა. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ პაციენტებს წონის მატებისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება ჰქონდათ.

 

ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს კი, რომლებიც ძილის რეჟიმს იცავდნენ, მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი