logo_geo
ლევან როსტოშვილის დედა: საამაყო შვილი მყავს...
- +

11 ივნისი. 2019. 02:20

 

“მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს“ დედამ, მაია ქაჩრიშვილმა განუცხადა.

 

როსტოშვილის დედის ინფორმაციით, მისი შვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 3 კვირის წინ გათავისუფლდა.

 

ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვაზე ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ 3 წელზე ჩამოუყვანა. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს იყო მხოლოდ გადამტანი. გროვდებოდა საცეკვაო ნივთიერება, რომელსაც ელექტონული მუსიკის ფესტივალებზე მთელ მსოფლიოში იყენებენ და სვამენ, რომ ალკოჰოლი არ მიიღონ. მე რა თქმა უნდა, მას არ ვამართლებ, თუმცა, ის ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს ყოფილა, მთელი ცხოვრება სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, ალკოჰოლური სასმელიდანაც მხოლოდ ღვინო უყვარდა. მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ, ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს, საზოგადოებაშიც უყვართგათავისუფლდა თავისი პიროვნებიდან, თავისი ქცევიდან, თავისი წესიერებიდან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამორჩეული იყო. ამის გამო, ის მე-16 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ნაკლებად საშიში ადამიანები არიან და არაჩვეულებრივი პირობები აქვთ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა, დღეში 2 საათი ვარჯიშობდა, ბიბლიოთეკით სარგებლობდა,”- აღნიშნა ტელეწამყვანის დედამ.

 

ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი