logo_geo
რა სასწაული ხდება რუსთავში ერთ ოჯახში?
- +

11 ივნისი. 2019. 02:49

 

რუსთავში, ერთ-ერთ ოჯახში  უფლის სასწაული ხდება. 36 ხატს მირონი სდის. მირონმდინარე ხატები ჯამებშია ჩაბრძანებული. ოჯახში, ხატებთან, ავადმყოფები მიყავთ და მირონს იქვე ცხებენ, ზოგსაც მირონი პატარა შუშებით სახლში მიაქვს. ამბობენ, რომ  ოჯახში, სადაც უფლის ეს სასწაული ხდება, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან სასულიერო პირები და მრევლისთვის, ჭურჭელს მირონით ავსებენ. ამ ოჯახში მისული ადამიანები კი, საკუთარი თვალით ხედავენ ხატებიდან მირონდენის პროცესს.

 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ ღვთისმშობლის ხატს, როცა მირონდენა უძლიერდება, მასზე გამოსახული ღვთისმშობელი იღიმის.

 

მირონდენა ხატებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ოჯახის დიასახლისს მარინა ჰქვია და მას 4 შვილი ჰყავს. ოჯახს ეკონომიურად  უჭირს. მისი ერთ-ერთი შვილი მორჩილია და ბერობისთვის ემზადება. სასულიერო პირები ამ მოვლენას ღვთის სასწაულად მიიჩნევენ და საზოგადოებას რწმენაში გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

 

 

 

წყარო: genews.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი