logo_geo
სოსო გოგაშვილი: აბსურდია იმაზე საუბარი, რომ სპეცრაზმს თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა მიცემული
- +

11 ივნისი. 2019. 16:17

 

 

„აბსურდია იმაზე საუბარი, რომ სპეცრაზმს თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა მიცემული. ჩვენ იგი, როგორც ტერორიზმში ეჭვმიტანილი დანარჩენი პირები, რომელიც ცოცხლად ავიყვანეთ, ასევე ცოცხალი გვჭირდებოდა, რადგან ჩატაევისა და მისი დაჯგუფების შესახებ ბევრი რამ იცოდა და ბევრ საინტერესო ჩვენებას მოგვცემდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

გოგაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ სპეცრაზმელმა მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, სიცრუეა.

 

„ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებებმა ჩემს ზოგიერთ განცხადებას ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს ვაღიარე, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს შეცდომა იქნა დაშვებული. ეს აბსურდია, რადგან არავითარ შეცდომას ადგილი არ ჰქონია და სპეცრაზმელები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდნენ, თუმცა, საბოლოო სიტყვა, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა თქვას.

 

სპეცოპერაციის დროს ადგილზე არ ვყოფილვარ, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა, ხოლო, რაც გადმოცემით ვიცი, არის ის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცრაზმის შესვლის მომენტში საწოლზე იწვა, ეღვიძა, ხელში ტელეფონი ეჭირა და გვერდით ხელყუმბარა ედო. მოულოდნელად მან მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, სპეცრაზმელმა კი წამის მეათედში მიიღო გადაწყვეტილება, გასროლა განეხორციელებინა, რადგან საფრთხე დაინახა.

 

საერთოდ, ტერორისტი არის სიკვდილის მანქანა, რომელიც მოქმედებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, ხოლო სპეცრაზმელი არის სიკვდილის მანქანა ტერორისტების წინააღმდეგ“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი