logo_geo
სოსო გოგაშვილი: მალხაზ მაჩალიკაშვილის ცხოვრების სისუფთავეში ძალიან ეჭვი მეპარება
- +

11 ივნისი. 2019. 18:38

 

 

„მას შემდეგ, რაც ფარული ჩანაწერი გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მამაჩემის საფლავზე მთელი ჩემი ოჯახის ამოწყვეტას აპირებდა, ჩემთან ღირსეული ქისტები მოვიდნენ, ძალიან შეწუხებულები იყვნენ და ამბობდნენ - ვახა სულ გაგიჟებულაო. მათ ვუთხარი, რომ მზად ვარ, ხატზე დავიფიცო და დავამტკიცო, რომ სპეცოპერაციის დროს პანკისში არ ვყოფილვარ, მაგრამ მაჩალიკაშვილმაც დაიფიცოს ყურანზე და საწინააღმდეგო დაამტკიცოს-მეთქი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ქისტები მაჩალიკაშვილის ოჯახში თავიანთი ინიციატივით მისულან და უთქვამთ - გოგაშვილი ასე და ასე ამბობსო. მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა ამ ადამიანებს სთხოვა - გოგაშვილთან შემახვედრეთ, მინდა, ახლოდან ვნახო, იქნებ მართლა ვცდებიო, მაგრამ მე ამ ეტაპზე მათთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ.

 

შეხვედრის შემთხვევაში მათ უნდა მითხრან, რომ შვილი მოვუკალი, მე უნდა ვუთხრა, რომ არ მომიკლავს და ასეთ საუბარს არავითარი აზრი არ აქვს, სანამ გამოძიება არ დამთავრდება და ობიექტური ჭეშმარიტება არ გაირკვევა.

 

საერთოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ სუფთა ცხოვრებით ვცხოვრობ, მაჩალიკაშვილის ცხოვრების სისუფთავეში კი ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა, არაადეკვატური და საშიში ადამიანია“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი