logo_geo
ლეიკოპლასტირი, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება
- +

12 ივნისი. 2019. 00:00

 

 

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება. ეს არის მილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შექმნილი ქსოვილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, კონკრეტული პაციენტის ქსოვილის ნიმუშისგან, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდიან. ის 3 სანტიმეტრის სიგრძისაა და პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იქცევა ჯანმრთელ, ფუნქციურ კუნთად. „ცოცხალი ლეიკოპლასტირის“ მიზანი გულის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაა.

 

გულის შეტევა, იგივე ინფარქტი ხდება მაშინ, როცა  წყდება სისხლის ნაკადი, რომელიც გულს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი არტერიებში ცხიმის, ქოლესტეროლის ან სხვა ნივთიერებების დაგროვებაა, რომლებიც აყალიბებენ ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც არტერიაში იჭედება.

 

'ერთ დღეს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავამატებთ გულსი პლასტირებს იმ მკურნალობას, რომელსაც ექიმები რუტინულად სთავაზობენ პაციენტებს გულის შეტევის შემდეგ. ჩვენ შეგვეძლება გამოვწეროთ მსგავსი პლასტირები წამლებთან ერთად.' - ამბობს ლონდონის რეგენერაციუი მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი დოქტორ რიჩარდ ჯაბური.

 

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კურდღლებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, ადამიანებზე ცდები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი